ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების - საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ და საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი შესაბამისი მომსახურებების შესყიდვის მიზნით აცხადებს შემდეგ ტენდერებს: - სასტუმროს მომსახურება CPV 55100000 - სატენდერო განცხადების ნომერი SPA120016247; - სასტუმროს მომსახურება CPV 55100000 - სატენდერო განცხადების ნომერი SPA120016265; - სალაშქრო ადგილები და სხვა დაბინავების ადგილები, ოღონდ არა სასტუმროში CPV 55200000 -სატენდერო განცხადების ნომერი SPA120016272.