კონკრეტული კვლევითი, საგანმანათლებლო და სპეციალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, კონსტიტუციონალიზმის ცენტრი ინტენსიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სტრუქტურებთან, საქართველოში აკრედიტირებულ საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ კორპუსთან, საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტირებულ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ჩეხეთისა და ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები კონსტიტუციონალიზმის ცენტრში
2011 წლის 1 თებერვალს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანუ ელჩი ივან იესტრჟაბი და ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იონას პასლაუსკასი ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო კონსტიტუციონალიზმის დარბაზისათვის თავიანთ ქვეყნებში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპონატების გადმოცემა, დარბაზის დათვალიერება და კონკრეტულ პროექტებზე ცენტრთან თანამშრომლობის საკითხების განხილვა. ელჩები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა მიიღო და ისაუბრა ცენტრის შექმნის მიზანშეწონილობის, მიზნების ფუნქციების და სამომავლო გეგმების შესახებ. ელჩებმა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრისა და კონსტიტუციონალიზმის დარბაზის დათვალიერების შემდეგ კმაყოფილებით აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და საჭიროა ეს მისია მომავალი თაობებისათვის და ქვეყნისთვის. გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ითანამშრომლონ ცენტრთან. ავთანდილ დემეტრაშვილმა თანამშრომლების სახელით მადლობა გადაუხადა სტუმრებს გულისხმიერებისათვის. ელჩების მიერ გადმოცემული ექსპონატები ღირსეულ და თვალსჩინო ადგილს დაიკავებენ კონსტიტუციონალიზმის დარბაზში. ავთანდილ დემტრაშვილმა თანამშრომლების სახელით მადლობა გადაუხადა სტუმრებს გულისხმიერებისათვის. ელჩების მიერ გადმოცემული ექსპონატები ღირსეულ და თვალსაჩინო ადგილს დაიკავებენ კონსტიტუციონალიზმის დარბაზში.
კონსტიტუციონალიზმის ცენტრი და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოება (GiZ) თანამშრომლობის პერსპექტივები
27 მაისს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს ესტუმრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის პროგრამის ,,სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“ ხელმძღვანელი ცენო რაიხენბეხერი. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგონალური ცენტრის ხელმძღვანელთან ავთანდილ დემეტრაშვილთან საუბრისას, განიხილეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა და კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის თანამშრომლობის კონკრეტული დეტალები. ,,ჩვენმოხარული ვართ საქართველოში კონსტიტუციონალიზმის რეგიონალური ცენტრის დაფუძნებით და გამოვხატავთ სრულ მზადყოფნას აქტიურად ვითანამშრომლოთ მასთან კონკრეტული პროექტების ფარგლებში“, - განაცხადა ცენო რაიხენბეხერმა. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა თავის მხრივ იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კონსტიტუციური პრინციპების განმტკიცებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. სტუმარმა დაათვალიერა კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, გაესაუბრა საგანმანათლებლო პროექტში ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“-ს ფარგლებში მონაწილე მოსწავლეებს ქ. წყალტუბოს საჯაროსკოლებიდან. სტუმარს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ემბლემით. ბატონმა ცენო რაიხენბეხერმა გააკეთა ჩანაწერი საპატიო ჩანაწერთა წიგნში.
2009/2010 წლის კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში და კონსტიტუციონალიზმის განვითარება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში
2011 წელს გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (GIZ) მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ინიციატივითა და მათი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა აღნიშნული პროექტი.
პროექტის მიზანი:
რეგიონალურ დონეზე კონსტიტუციონალიზმის განვითარების ხელშეწყობა; რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება ახალგაზრდა მეცნიერებსა და ზოგადად, აკადემიურ, სამეცნიერო წრეებს შორის. ხელი შეუწყოს კონსტიტუციონალიზმის განვითარებას ეროვნულ დონეზე (ქვეპროექტები: ,,საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის კომენტარები’’, საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის ასახვა მოქმედ კანონმდებლობაში და საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია (ილუსტრირებული საყმაწვილო), კონსტიტუციონალიზმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას რეგიონის სახელმწიფოთა აკადემიურ წრეებთან (ქვეპროექტი: ,,საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა’’).
პროექტის აღწერილობა:
პროექტი მოიცავს 4 ქვეპროექტს: საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის კომენტარები; საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის ასახვა მოქმედ კანონმდებლობაში; საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა; საქართველოს კონსტიტუცია (საყმაწვილო ილუსტრირებული);
|