ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი
და
სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მემორანდუმი მიზნად ისახავს: ერთობლივი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომლებიც მიმართულია სამართლებრივი (შედარებითი) კვლევების, სამართლის პოპულარიზაციის, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ.