ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
მემორანდუმი მიზნად ისახავს: უნივერსიტეტის სტუდენტების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად ურთიერთთანამშრომლობის ისეთი სისტემის ფორმირება/განვითარებას, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის კარიერის პერსპექტივას. ერთობლივი ძალისხმევით სტუდენტებისათვის ისეთი მრავალმხრივი საგანმანათლებლო პროგრამების (სასწავლო კურსების/მოდულების) დაგეგმვა/ფორმირებას, რომელიც შეესაბამება ”ცენტრის” მოთხოვნებს, საზოგადოების საჭიროებებსა და შრომის ბაზრის სამომავლო პროგნოზებს. სამეცნიერო/საერთაშორისო და მრავალმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ერთობლივი თემატური სემინარების/კონფერენციების, საჯარო ლექციების/ტრეინინგების და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას. ერთობლივი პროექტების ორგანიზება/რეალიზება სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა მათი სტაჟირების/დასაქმების მიზნით მხარეების საბიბლიოთეკო ფონდებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სტუდენტებისათვის/თანამშრომლებისათვის.