|
სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი და სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის, დემოკრატიის ინსტიტუტი და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ინტენსიურად და აქტიურად თანამშრომლობენ სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრთან. აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით, საექსპერტო დასკვნის მომზადების თხოვნით, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, 2011 წლის აპრილში, კონტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს, წერილობით მომართა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,დემოკარტიის ინსტიტუტი“. აღნიშნული დასკვნის მომზადების მიზნით, ცენტრში შეიქმნა საექსპერტო ჯგუფი, რომელსაც ეთხოვა აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნების მომზადება. ექსპერტების, იაკობ ფუტკარაძის, ლიკა საჯაიასა და ასლან ჭანიძის მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, საკითხის განხილვის მიზნით, ქ. ბათუმში, ცენტრის ორგანიზებით გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საჯარო დისკუსიის შედეგად მომზადებული დასკვნები გაეგზავნა ა/ო ,,დემოკრატიის ინსტიტუტს“. კვლევის შედეგად აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით, მომზადდა კანონპროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომელიც საკანონმდებლო წინადადების სახით გადაეცა საქართველოს პარლამენტს.
|
|