ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

,,ტრანზაციის ეტაპზე მყოფი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა კონსტიტუციური (პოლიტიკური) სისტემების განვითარების თავისებურებანი’’

პროექტი განხორციელდა სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა  და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივით, ორგანიზებითა და დაფინანსებით.

პროექტის მიზანი:

•კონსტიტუციური თემატიკის ფარგლებში ტრანზაციის ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებში არსებული საკითხების გაანალიზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მაგალითზე.

პროექტის აღწერილობა:

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩატარდა სემინარები, რითაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ
დაწვრილებით განეხილათ და ემსჯელათ მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ლექციები წაიკითხეს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებმა:    
•ავთანდილ დემეტრაშვილი - სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური  ცენტრის ხელმძღვანელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი - თემაზე:  „2009-2010 წლის კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში - მოლოდინი და სავარაუდო რეალობა“;
•მალხაზ მაცაბერიძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი - თემაზე  „ამიერკავკასიის ფედერაცია 1918 წლის აპრილი-მაისი“;
•ვასილ გონაშვილი - სამართლის დოქტორი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - თემაზე: ,,კონსტიტუციური განვითარების ძირითადი ტენდენციები’’;
•ირაკლი კობახიძე - სამართლის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - თემაზე: ,,ადამიანის ძირითადი უფლებები’’;
•კახი ყურაშვილი - სამართლის დოქტორი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - ,,ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში’’;
•მალხაზ ნაკაშიძე - სამართლის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობოს რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე - თემაზე: ,,მმართველობის სისტემების ძირითადი თავისებურებანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში’’;
•ელშად  ნასიროვი -  სამართლის დოქტორი, ბაქოს სახელმწიფო  უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - თემაზე: ,,მმართველობის ფორმები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში’’;
•ანაიდ მანასიანი  - ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კათედრის მასწავლებელი, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს  თავმჯდომარის მრჩეველი - თემაზე: ’’მმართველობის ფორმები სომხეთის რესპუბლიკაში’’.

საზაფხულო სკოლაში მონაწილე სტუდენტები:
დიმიტრი გეგენავა - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტი;
 თამარ პაპაშვილი  - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გიორგი ბილიხოძე - კავკასიის სამართლის სკოლა;
ქეთი თოშხუა - კავკასიის სამართლის სკოლა;
მარიამ სახვაძე - კავკასიის სამართლის სკოლა;
ელენე გერმანოზაშვილი - თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი;
 მაია ყუშიტაშვილი - თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი;
დავით მინდიაშვილი - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
თამთა ბოლქვაძე -  სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
მარიტა თევზაძე - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 ნინო ფუტკარაძე  - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
მარი მამულაძე  - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 გოხარ გევორკიანი - ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 რაზმიკ სარკისიანი - ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 სოხრატ მოგერამოვი - ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 ზამირ მახმადოვი - ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრისაგან, გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.



       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
დეკემბერი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები