ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
ტრენინგი თემაზე „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები“
ტრენინგი განხორციელდა ”საქართველოს ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის”, IRZ-საქართველოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ერთობლივი ინიციატივით.
პროექტის მიზანი:
•ადვოკატთა განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის აღწერილობა:
ტრენინგი განხორციელდა ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ,,ინტურისტ პალასში’’ აჭარაში მოქმედი ადვოკატებისათვის. ტრენინგს უძღვებოდნენ ქართველი და გერმანელი სპეციალისტები.