ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ბრაილის შრიფტით
საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია პირველად დაიბეჭდა ბრაილის შრიფტით. პროექტი განხორციელდა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივითა და ფინანსური უზრუნველყოფით დაიბეჭდა. პროექტის მიზანი:
•შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ სახელმწიფოს უზენაესი კანონის დამოუკიდებლად წაკითხვის შესაძლებლობა.
აღნიშნული გამოცემა, 2011 წლის 24 აგვისტოს, სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ დემეტრაშვილმა, საჩუქრად გადასცა საქართველოს უსინათლოთა ასოციაციას.