|
საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის კომენტარები
პროექტი ხორციელდება სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხაედაჭერით.
პროექტის მიზანი:
საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის კომენტარი, კონსტიტუციის ტექსტის მეცნიერული ანალიზი, არსებული სასამართლო პრაქტიკის და კონსტიტუციურ-სამართლებრივი ინსტიტუტების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის ცალკეული ასპექტების გათვალისწინებით.
პროექტის აღწერილობა:
პროექტის ბენეფიციარები არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, ხელისუფლების სამივე შტოს, ძირითადად, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მეცნიერ-მკვლევარები და ზოგადად, ამ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პროფესიის ადამიანები. საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის კომენტარების ავტორთა კოლექტივი: ალექსიძე ლევან, ბეჟაშვილი ლევან, ბრეგაძე რატი, ბურდული ირაკლი, გონაშვილი ვასილ, გოცირიძე ევა,დემეტრაშვილი ავთანდილ, ერქვანია თინათინ, ზოიძე ბესარიონ, იზორია ლევან, კახიანი გიორგი, კვერენჩხილაძე გიორგი, კობახიძე ირაკლი, ლეჟავა პაატა, ლორია არჩილ, მაჭარაძე ზურაბ, მეფარიშვილი გია, მდივანი ქეთი, პაპუაშვილი შალვა, რუხაძე ზაზა, ფუტკარაძე იაკობ, ყურაშვილი კახი, ძაგნიძე დიმიტრი, წერეთელი დავით, ჭიღლაძე ნანა. პროექტის კონსულტანტია ცნობილი გერმანელი კონსტიტუციონალისტი, პროფესორი ვოლფგანგ ბაბეკი.
|
|