|
საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის ხელშეწყობა
პროექტი ხორციელდება სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივითა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით საქართველოში მნიშვნელოვანი კონსტიტუციური რეფორმა განხორციელდა და კონსტიტუციაში მთელი რიგი ცვლილებები და დამატებები შევიდა, რითაც შეიცვალა ცალკეული საკითხების კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულიორების მექანიზმები. ამდენად საქართველოს კონსტიტუციური განვითარების მოცემულ ეტაპზე კანონმდებლობის სრულყოფის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია.
პროექტის მიზანი: საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ საქართველოს კანონების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. პროექტის განხორციელების შედეგად შემუშავებული კანონის პროექტების, საკანონმდებლო წინადადებების სახით საქართველოს პარლამენტისათვის გადაცემა. სტუდენტებისათვის საკანონმდებლო კანონის პროექტის მომზადების, საკანონმდებლო ტექნიკის შესწავლა. პროექტში ჩართულ მაგისტრატურის სტუდენტებში იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.
პროექტის აღწერილობა: პროექტის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის მოხდება პროექტების შეთავაზება კლინიკის ფორმით. კლინიკას მიენიჭება შესაბამისი კრედიტი, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, განისაზღვრება სამუშაო საათები. სამუშაო ჯგუფების საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან კანონპროექტის შემუშავების სპეციფიკას, საგნის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიიღებენ სასწავლო კრედიტს და შესაბამის ცოდნას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამუშავდა და საკანონმდებლო წინადადებების სახით წარდგენილ იქნა საქართველოს კონსტიტუციის ამჟამად მოქმედი რედაქციის 21-ე, 29-ე, 37-ე, 42-ე, 49-ე, 51 1-ე, 56-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 65-ე, 67-ე, 68-ე, 70-ე, 88-ე, 95-ე, 96-ე მუხლებიდან და საქართველოს კონსტიტუციის ასამოქმედებელი რედაქციის 61-ე, 63-ე, 65-ე, 75-ე, 94-ე მუხლებიდან გამომდიანრე შესაბამისიცვლილებები.
კანონპროექტები:
- ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე
- საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
- აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
- საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცვლილებების შეტანის თაობაზე
- გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
- საქართველოს კანონი საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე
- საქართველოს კანონში სახელმწიფო ვალის შესახებ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- საქართველოს კანონში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- საქართველოს კანონში საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ
- საქართველოს კანონში საერთო სასამრთლოების შესახებ
- საქართველოს კანონში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- საქართველოს კანონში საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის წესისი შესახებ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- საქართველოს კანონში კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- საქართველოს ორგანულ კანონში იმპიჩმენტის შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე
- საქართველოს ორგანულ კანონში ეროვნული ბანკის შესახებ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
- რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
- საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნი კოდექსი ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
|
|