ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
კონსტიტუციონალიზმის სფეროში სამეცნიერო კვლევების პოტენციალისა და მნიშვნელობის გაზრდა, აგრეთვე კონსტიტუციური სამართლის მეცნიერებაში ჩართული და დაინტერესებული პირებისათვის სამეცნიერო საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობა.
კონსტიტუციური სამართლის სფეროში არსებული პრობლემატიკის კვლევა და მეცნიერული ანალიზი;
რეგიონის აკადემიური წრეების წარმომადგენლების მიერ საკუთარი გამოცდილების გაზიარება, მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის განზოგადება და რაც მთავარია საზოგადოების სამართლებრივი და პოლიტიკური განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა, საზოგადოების აქტიური ჩართვა მიმდინარე რეფორმის პროცესში.
შედარებითი კონსტიტუციონალიზმისა და ეროვნული კონსტიტუციური სამართლის თემატიკის სამეცნიერო კვლევების ჩატარება, შესაბამისი რეკომენდაციების კომპეტენტურ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანოებისა და ორგანიზაციებისათვის გადაცემა;
პარლამენტის ფრაქციის, კომიტეტის ან პარლამენტის წევრის თხოვნით დასკვნის მომზადება პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე;
პარლამენტში ინიცირებული კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შექმნილი საორგანიზაციო კომისიის მუშაობის ხელშეწყობა;
შესაბამისი პროფილის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;