|
კონფერენცია თემაზე -კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძირითადი დებულებები
2011 წლის 21 თებერვალს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძირითადი დებულებები’’. აღნიშნულ კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს:
- კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა, სამართლის დოქტორმა ავთანდილ დემეტრაშვილმა - თემაზე ,,კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპები’’.
- ამერიკის შეერთებული შტატების იურისტთა ასოციაციის ლიცენზირებულმა ექსპერტმა სისხლის სამართალში, ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრმა გიორგი ტურაზაშვილმა - თემაზე ,,ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძირითადი დებულებები’’.
კონფერენცია ჩატარდა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრსა და საქართველოს ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრს შორის 2011 წლის 6 იანვარს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
|
|