ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

საყმაწვილო ილუსტრირებული
საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია  
 საჯარო სკოლებში

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერითა და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანადგომით,  გამოსაცემად მზადდება საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ,,საყმაწვილო ილუსტრირებული’’ ქართულ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საჯარო სკოლებში ლექციების ჩატარება.

პროექტის მიზანი:

  • სამოქალაქო საზოგადოებაში კონსტიტუციის უზენაესობის დამკვიდრება;
  • კონსტიტუციონალიზმის იდეების, კონსტიტუციური ნორმების ცოდნის გავრცელებისა და ათვისების ხელშეწყობა მოსწავლე ახალგაზრდებში ანუ სოციუმის იმ ნაწილში, რომელიც ფსიქოლოგიურად  ყველაზე მგრძნობიარეა ახალი იდეების მიმართ და რომელიც სულ მოკლე დროში გახდება საზოგადოებრივი მშენებლობის სრულუფლებიანი და აქტიური წევრი. პუბლიკაცია მოიცავს საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის ტექსტს უკანასკნელი ცვლილებებითურთ, მუხლობრივი ილუსტრაციებით, რათა გამარტივდეს მოსწავლეთათვის კონსტიტუციის შინაარსის აღქმა. ილუსტრირებულ კონსტიტუციას ასევე თან ერთვის ტესტები და კონსტიტუციური სამართლის მცირე ლექსიკონი.
  • საქართველოში მცხოვრები ეროვნებით სომეხი და აზერბაიჯანელი მოსწავლეთათვის, საქართველოს უზენაესი კანონის, მათთვის გასაგებ (მშობლიურ) ენებზე მიწოდების უზრუნველყოფა.

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, ერთგვარად ეხმიანება სახელმწიფო ენის შესწავლის სახელმწიფო პოლიტიკას და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი მოსახლეობის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ჩართულობის კიდევ უფრო გაზრდას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ლექციების ჩატარება.
ლექციების ჩატარებას უზრუნველყოფს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობათა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
მოსწავლეები საჩუქრად მიიღებენ საყმაწვილო ილუსტრირებულ საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციას ქართულ და მათთვის გასაგებ ენაზე.

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
დეკემბერი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები