| საგანმანათლებლო პროექტი ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ 9 ნოემბერი
9 ნოემბერს, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს, საგანმანათლებლო პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, ქობულეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მოსწავლეებს მიესალმა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსი, ქლაბატონი ლალი ტაკიძე, რომელმაც პროექტის მნიშვნელობის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრა. ცენტრში მოსწავლეებს საშაულება ჰქონდათ ენახათ, სპეციალურად მათთვის მომზადებული, 35 წუთიანი ფილმი ,,კანონთა კანონი“, სადაც მოთხრობილია მსოფლიოსა და საქართველოს კონსტიტუციის განვითარების ისტორია. მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიციის დათვალიერებისა და ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოსწავლეებმა შეავსეს კონკურსით ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გათვალისწინებული თემატური ტესტები, რომლის შედეგების მიხედვით გამოვლინდა სამი გამარჯვებული.
I ადგილი |
|
ზურა ცენტერაძე |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
ბაჩანა მალანია |
თემურ მგელაძე |
პროექტის ფარგლებში, სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ,,ინტელექტუალურ-შემეცნებით-გასართობ“ თამაშში. სტუმრებს სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრისაგან, გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები, კალმები, მაისურები და კეპები, მასპინძელი ცენტრის ემბლემით და პროექტრში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები. | |