| საგანმანათლებლო პროექტი ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ 5 – 6 ნოემბერი
5 და 6 ნოემბერს ბათუმს ისანი-სამგორის რაიონის საჯარო სკოლების ორმოცი მოსწავლე ესტუმრა. მოსწავლეებს მიესალმა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსი ლალი ტაკიძე, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა შეავსეს კონკურსით ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გათვალისწინებული თემატური ტესტები. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღეს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ-შემეცნებით თამაშში. გამოვლინდა კონკურსში ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გამარჯვებული სამ-სამი საუკეთესო მოსწავლე.
I ადგილი |
|
ანა მეგრელიშვი |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
ანა კაპანაძე |
შოთა ქობალია
|
I ადგილი |
|
ქეთინო ნიქაბიძე |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
ავთანდილ მღებრიშვილი |
ირაკლი ცხვარიაშვილი |
მოსწავლეებს ასევე საშუალება ჰქონდათ ენახათ სპეციალურად მათთვის მომზადებული 35 წუთიანი ფილმი ,,კანონთა კანონი“, სადაც მოთხრობილია მსოფლიოსა და საქართველოს კონსტიტუციის განვითარების ისტორია. პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერთიფიკატები, კალმები, მაისურები და კეპები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სიმბოლიკით. სამი დღის განმავლობაში ვიზიტორებმა, კონსტიტუციონალიზმის ცენტრში სტუმრობასთან ერთად, აჭარის ღირშესანიშნაობათა დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ. ესტუმრნენ ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმს, ძმები ნობელების სახელობის მუზეუმსა და დელფინარიუმს. | |