| საგანმანათლებლო პროექტი ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ 19 – 20 ნოემბერი
19 და 20 ნოემბერს ბათუმს ისანი-სამგორის რაიონის საჯარო სკოლების ორმოცი მოსწავლე ესტუმრა. მოსწავლეებს მიესალმა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსი ლალი ტაკიძე, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა შეავსეს კონკურსით ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გათვალისწინებული თემატური ტესტები. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღეს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ-შემეცნებით თამაშში. კონკურსის შედეგად, თითოეულ დღეს, გამოვლინდა სამი საუკეთესო მოსწავლე.
I ადგილი |
|
ნიკა გოგაშვილი |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
თორნიკე კვირიკაშვილი |
ნანა ნაკანი |
I ადგილი |
|
ნიკოლოზ იოსელიანი |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
ალექსანდრე ტივაძე |
ქეთი ჩახნიაშვილი |
კონსტიტუციონალიზმის დარბაზში სტუმრებმა ნახეს სპეციალურად მათთვის მომზადებული 35 წუთიანი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მოგვითხრობს მსოფლიოსა და საქართველოში კონსტიტუციის განვითარების ისტორიას. დღის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სიმბოლიკით. სამი დღის განმავლობაში ვიზიტორებმა, კონსტიტუციონალიზმის ცენტრში სტუმრობასთან ერთად, აჭარის ღირშესანიშნაობებიც დაათვალიერეს. ესტუმრნენ ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმს, ძმები ნობელების სახელობის მუზეუმსა და დელფინარიუმს, სადაც სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ ლევან ვარშალომიძესთან, რომელიც სწორედ ამ დროს იმყოფებოდა დელფინარიუმში. | |