| საგანმანათლებლო პროექტი ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ -2011 დასრულდა
პროექტის მიზანი • მოსწავლე-ახალგაზრდებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრება, სამართლებრივი კულტურის ამაღლება, საჯარო სამართლის სფეროში სწავლის გაგრძელებისა და ცოდნის დაუფლების სურვილის გაღვივება და სტიმულირება. • მოსწავლეებში კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის, კანონმორჩილების დამკვიდრების ხელშეწყობა; • მოსწავლეთათვის თავისუფლების კონსტიტუციური იდეის ახსნა-განმარტება, თავისუფალი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა. • უცხო გარემოში ქცევისა და ერთმანეთთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების გამომუშავება. 2011 წელს, პროექტის ფარგლებში, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს 1300 ვიზიტორი ესტუმრა. მათ შორის იყვნენ საქართველოს, კერძოდ, თბილისის, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, ხონის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, აბაშის, ხობის, სენაკის, ზუგდიდის, გორის, ხაშურის, საგარეჯოს, რუსთავის, საჯარო სკოლების VIII-IX კალასის მოსწავლეები თანმხლებ პირებთან ერთად. მოსწავლეებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიცია, მოისმინეს ლექცია კონსტიტუციონალიზმის პრინციპების, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური განვითარების ისტორიის შესახებ, ნახეს კონსტიტუციონალიზმის ცენტრის მიერ შექმნილი სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“. პროექტის მონაწილეებმა შეავსეს თემატური ტესტები, მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესსა და სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში. სტუმრებმა დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, ძმები ნობებელების მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დელფინარიუმი, ბათუმის ბულვარი. პროექტის უკლებლივ ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სიმბოლიკით. პროექტი განახლდება 2012 წლის თებერვალს.
| |