| დაიწყო ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“ განხორციელება
20 მარტს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრში, ინიციატივა - ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა" ფარგლებში დაიწყო პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ განხორციელება. ინიციატივა გულისხმობს სამ საგანმანათლებლო პროექტს - ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები”, საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები” და ლექციები საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის. ინიციატივის მიზანია: მოსწავლე-ახალგაზრდებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრება; მოსწავლის მიერ ,,სამოქალაქო განათლების” სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის გაღრმავება; მოსწავლეებში კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის, კანონმორჩილების დამკვიდრების ხელშეწყობა; სამართლებრივი კულტურის ამაღლება; მოსწავლეთათვის თავისუფლების კონსტიტუციური იდეის ახსნა-განმარტება და თავისუფალი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა; მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბების ხელშეწყობა; მოსწავლის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა; მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის კონტაქტების გაღრმავება და მათი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში. პედაგოგებისათვის სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული კონსტიტუციური სამართლის თემატიკასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, ცოდნის გაზიარება და სათანადო ლიტერატურის გაცნობა. პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები" ფარგლებში, მიმდინარე წელს, ცენტრს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, 1200 IX კლასელი მოსწავლე ესტუმრება. პროექტის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ინტელექტუალურ, შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებში. 20 მარტს, ცენტრს ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი გია აბულაძე, მინისტრის მოადგილე ლამზირა ბოლქვაძე, ცენტრის სამოქალაქო განთლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი სულხან მელაძე, ,,სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის'' ხელმძღვანელი ლადო მგალობლიშვილი და არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლები მიესალმნენ მოსწავლეებს და ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე. ავთანდილ დემეტრაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის უმნიშვნელოვანესი მიზანია, მოსწავლე-ახალგაზრდებში ცოდნის, სამართლიანობისა და სახელმწიფოებრივი პრინციპების დამკვიდრება. ,,კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის სამართლებრივი კულტურის დონის ამაღლება“,- განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა. მსოფლიოში, კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ფილმის სასწავლო-შემეცნებითი ფილმის ,,კანონთა კანონი“ ჩვენების შემდეგ, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. შეავსეს თემატური ტესტები, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში. დასასრულს მათ გადაეცათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. თემატური ტესტების შედაგად გამოვლენილ სამ გამარჯვებულ მოსწავლეს მედალიონებთან ერთად გადაეცა კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომები.
I ადგილი |
|
მარიამ ხაზარაძე |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
მარიამ ფირცხალაიშვილი |
ლელა ჯაფარიძე |
| |