| ქ. ბათუმის N30 საჯარო სკოლა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრში
27 მარტს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს, პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, ქ. ბათუმის N30 საჯარო სკოლის IX კლასელი მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებს მიესალმა სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსი ლალი ტაკიძე. სტუმრებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიცია და მოისმინეს ლექცია თემაზე - კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპები. იხილეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. შეავსეს თემატური ტესტები, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში. სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსმა ლალი ტაკიძემ მოსწავლეებს გადასცა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. თემატური ტესტების შედეგად გამოვლენილ სამ გამარჯვებულ მოსწავლეს მედალიონებთან ერთად გადაეცათ კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომები.
I ადგილი |
|
მალვინა ბედინაძე |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
მირანდა ზაქარაძე |
უჩა ქოქოლაძე |
| |