| პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში ცენტრს ქ. ბათუმის N22 საჯარო სკოლა ესტუმრა
ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“ ერთ-ერთი პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, 30 მარტს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს, ქ. ბათუმის N22 საჯარო სკოლის IX კლასელი მოსწავლეები ესტუმრნენ. პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსმა ლალი ტაკიძემ ისაუბრა. სტუმრებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის ისტორიის განვითარების ამსახველი ექსპოზიცია. კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ვერიკო ლატარიამ მიაწოდა ინფორმაცია - კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპებისა და ,,კონსტიტუციონალიზმის დარბაზში“ მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორიის ამსახველი ექსპოზიციის შესახებ. მოსწავლეებს შორის გაიმართა დებატები. მოსწავლეებმა იხილეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. შეავსეს თემატური ტესტები, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში. პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. თემატური ტესტების შედეგად გამოვლენილ სამ გამარჯვებულს მედალიონებთან ერთად გადაეცათ კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომები.
I ადგილი |
|
თემურ ჯაფარიძე |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
ნანა კახაძე |
ლანა ბერიძე |
| |