| ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრში
ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“ ერთ-ერთი პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, 4 აპრილს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს, ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის IX კლასელი მოსწავლეები ესტუმრნენ. პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან მელაძემ ისაუბრა. სტუმრებმა შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი, დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს კონსტიტუციური ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია. კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ვერიკო ლატარიამ მიაწოდა ინფორმაცია კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ. მოსწავლეებს შორის გაიმართა დებატები, იხილეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. შეავსეს თემატური ტესტები, რომლის შედეგების საფუძველზეც გამოვლინდა სამი გამარჯვებული. მოსწავლეებს გადაეცათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. გამარჯვებულებს გადაეცათ მედალიონები და დიპლომები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს, ასევე გადაეცა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ გამოცემული - საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ილუსტრაციებით. გამგზავრებამდე მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქ. ბათუმის ღირშესანიშნაობები, გაისეირნეს ბათუმის ბულვარში.
I ადგილი |
|
თამარ წურწუმია |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
ლადო ქურიძე |
ანა დარჩია |
| |