ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2012-04-18
კონსტიტუციონალიზმის დარბაზს  ნიგოეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი, განაგრძობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან საჯარო სკოლების IX კლასელი მოსწავლეების მიღებას. პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, 18 აპრილს, კონსტიტუციონალიზმის დარბაზს ლანჩხუთის რაიონის - სოფელი ნიგოეთის საჯარო სკოლის IX კლასელი მოსწავლეები ესტუმრნენ.
პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსმა ლალი ტაკიძემ ისაუბრა, მანვე აღნიშნა, რომ ეს პროექტი ცენტრის მიერ შემუშავებული ინიციტივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
სტუმრებმა შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი,  დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს კონსტიტუციური ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია. კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ასმათ ძიმისტარიშვილმა მიაწოდა ინფორმაცია კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ. მოსწავლეებს შორის გაიმართა დებატები, იხილეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ.
სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. შეავსეს თემატური ტესტები, რომლის შედეგების საფუძველზეც გამოვლინდა სამი გამარჯვებული.
მოსწავლეებს გადაეცათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. გამარჯვებულებს გადაეცათ მედალიონები და დიპლომები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს, ასევე გადაეცა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ გამოცემული -  საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს  კონსტიტუცია ილუსტრაციებით.
გამგზავრებამდე მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქ. ბათუმის ღირშესანიშნაობები, გაისეირნეს ბათუმის ბულვარში.

I ადგილი
ეკატერინე კალანდარიშვილი
II ადგილი III ადგილი
შოთა ხუხუნაიშვილი ბონდო დევიძე



       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
ოქტომბერი
2022
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები