II საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო
საქართველოში სტარტი აიღო II საერთაშორისო სტუდენტურმა ოლიმპიადამ ეროვნულ და შედარებით კონსტიტუცოურ სამართალში. საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ორგანიზებითა და დაფინანსებით ტარდება.
საქართველოში ოლიმპიადას კოორდიანციას უწევს საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია, კერძოდ ასოციაციის პრეზიდენტი თორნიკე ჭეიშვილი. 18 აპრილს ივ. ჯავახიშვილ;ის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ოლიმპიადის პირობები კოორდინატორმა თორნიკე ჭეიშვილმა გააცნო. შეხვედრას ესწრებოდა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ოლიმპიადის მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს გაცნო საერთაშორისოსტუდენტურიოლიმპიადის შედეგებიდა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ფართოვნება ოლიმპიადაში მონაწილე სახელმწიფოთა გეოგრაფია. ,,2012 წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, უკრაინის და სომხეთის სახელმწიფოებთან ერთად მოლდავეთმა და ბულგარეთმა დაადასტურეს. ოლიმპიადის მიზანია რეგიონის სახელმწიფოთა შორის კონსტიტუციონალიზმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება. კონსტიტუციური სამართლით დაინტერესებულ სტუდენტებს შორის კონტაქტების დამყარება დაგაღრმავება, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელება რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
II საერთაშორისო სუდენტურ ოლიმპიადასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხ. ლინკი - მიმდინარე პროექტები.
|