| ლექტრონული ჟურნალი -,,კონსტიტუციონალიზმის დილემები“
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის და ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი
,,პროექტის მიზნია კონსტიტუციური სამართლით დაინტერესებულ სტუდენტებში სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის სტიმულირება, შესაბამისი უნარჩვევების გამომუშავება და მომავალი აკადემიური პერსონალის მომზადება”,- განაცხადა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა კონსტიტუციონალიზმის ცენტრისა და ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის - სტატიათა კონკურსი - კონსტიტუციონალიზმის დილემები პრეზენტაციაზე. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი საზოგადოებრიობა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მიესალმნენ კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას და აღნიშნეს, რომ ის ხელს შეუწყობს სტუდენტებში სამეცნიერო საქმიანობის პოტენციალის ზრდას. სტატიების წრმოდგენა შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა საფეხურის სტუდენტს. ნაშრომები, სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით განთავსდება ცენტრის ელექტრონულ ჟურნალში ,,კონსტიტუციონალიზმის დილემები“, ხოლო მათგან საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება ყოველწლიურ ბეჭდვით ჟურნალში ,,ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები“. ნაშრომი უნდა ეხებოდეს კონსტიტუციურ სამართლებრივ პრობლემატიკას. | |