| პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში ცენტრს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწვლეები ესტუმრნენ
ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“ ერთ-ერთი პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, 19 აპრილს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის IX კლასელი მოსწავლეები ესტუმრნენ. პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსმა ლალი ტაკიძემ ისაუბრა. სტუმრებმა შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი, დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს კონსტიტუციური ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია. კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ვერიკო ლატარიამ მიაწოდა ინფორმაცია კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ. მოსწავლეებს შორის გაიმართა დებატები, იხილეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. შეავსეს თემატური ტესტები, რომლის შედეგების საფუძველზეც გამოვლინდა სამი გამარჯვებული. მოსწავლეებს გადაეცათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. გამარჯვებულებს გადაეცათ მედალიონები და დიპლომები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს, ასევე გადაეცა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ გამოცემული - საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ილუსტრაციებით. გამგზავრებამდე მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქ. ბათუმის ღირშესანიშნაობები, გაისეირნეს ბათუმის ბულვარში.
I ადგილი |
|
ანა გურგენიძე |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
თამარ ლომინეიშვილი |
ნაზი ჭანტურია |
| |