| კონსტიტუციონალიზმის დარბაზს, ამჯერად ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“ ერთ-ერთი პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპებისა და ,,სამოქალაქო განათლების” სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის გაღრმავების მიზნით, ორი დღით, 21 და 22 აპრილს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების IX კლასელი მოსწავლეები ესტუმრნენ. საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ, ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსმა ლალი ტაკიძემ, რომელმაც სტუმრებს პროექტის მნიშვნელობა, მისი მიზნები და ამოცანები გააცნო. სტუმრებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს კონსტიტუციური ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია. კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ვერიკო ლატარიამ მიაწოდა ინფორმაცია კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ. მოსწავლეებმა იხილეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ და იმსჯელეს ფილმში მოთხრობილი ფაქტების ირგვლივ. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. შეავსეს თემატური ტესტები. გამოვლინდა სამი გამარჯვებული. გლდანი-ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა. დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირსშესანიშნაობები, ძმები ნობელების მუზეუმი, გონიოს ციხე, ბათუმის ბულვარი. პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. გამარჯვებულებს გადაეცათ მედალიონები და დიპლომები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს და მოსწავლეს, რომელიც იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, დასახელდა გამარჯვებულად ნომინაციაში საუკეთესო მოსამართლე, აგრეთვე გადაეცათ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ გამოცემული - საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ილუსტრაციებით.
I ადგილი |
|
მარიამ მაჭარაშვილი |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
გიორგი ჯოხაძე |
ანანო ნოზაძე |
| |