ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
დისერტაცია თემაზე - ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების კონსტიტუციური გარანტიები
2012 წლის 19 აპრილს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის საორგანიზაციო დეპარტამენტის დირექტორმა დავით წერეთელმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია ,,ადგილობრივი თვითმმართელობის ფუნქციონირების კონსტიტუციური გარანტიები“.