|
|
|
|
|
|
|
საქართველოს კონსტიტუცია |
|
|
აუდიო ფაილი |
|
|
|
|
|
|
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
|
|
|
|
| |
|
|
| | |
|
| 2012-05-1 | |
|
| პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, ცენტრს შუახევის რაიონის სოფელი ჭვანას საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“ ერთ-ერთი პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, პირველ მაისს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს, შუახევის რაიონის სოფელი ჭვანას საჯარო სკოლის IX კლასელი მოსწავლეები ესტუმრნენ. პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსმა ლალი ტაკიძემ ისაუბრა. სტუმრებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის ისტორიის განვითარების ამსახველი ექსპოზიცია. კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ასმათ ძიმისტარიშვილმა მიაწოდა ინფორმაცია - კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ. მოსწავლეებმა იხილეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. შეავსეს თემატური ტესტები, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში. პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. თემატური ტესტების შედეგად გამოვლენილ სამ გამარჯვებულს მედალიონებთან ერთად გადაეცათ კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს აგრეთვე გადაეცა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ გამოცემული - საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ილუსტრაციებით.
I ადგილი |
|
ანა ქათამაძე |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
ირმა ამაღლობელი |
თამარ ამაღლობელი |
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ორშ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
13 |
14 |
15 |
16 |
17 |
18 |
19 |
20 |
21 |
22 |
23 |
24 |
25 |
26 |
27 |
28 |
29 |
30 |
31 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|