| სმიტსონების სახელობის ეროვნული მუზეუმის ექსპერტი პოლ ტეილორი კონსტიტუციონალიზმის დარბაზს ესტუმრა
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი, 6 მაისს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ, ნიუ-იორკის სმიტსონების სახელობის ეროვნული მუზეუმის ექსპერტს ბატონ პოლ ტეილოტს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განათლების და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი თეა კუჭუხიძე და ცენტრის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლები. პოლ ტეილორმა ბატონ ავთანდილ დემეტრაშვილთან საუბრისას აღნიშნა, რომ კონსტიტუციონალიზმის დარბაზი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უნახავს. მისი განმარტებით არსებული გამოცდილება, ამგვარ დარბაზებში ერთი კონკრეტული სახელმწიფოს კონსტიტუციური ისტორიის ამსახველი ექსპოზიციის წარმოჩენას ითვალისწინებს. ,,ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერთ დარბაზში შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კონსტიტუციური ისტორიის ამსახველ ექსოპოზიციას. საინტერესო იდეაა, გააზრებული კონცეფციითა და კარგად განხორციელებული“, - განაცხადა პოლ ტეილორმა. შეხვედრის დასასრულს, სტუმარი მიესალმა, ცნტრში პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში მყოფ მოსწავლეებს. გადაიღეს სამახსოვრო ფოტო. ბატონმა ავტანდილმა სტუმარს საჩუქრად გადასცა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ქართულ და ინგლისურ ენებზე და საყმაწვილო ილისტრირებული საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია. ბატონმა პოლმა ცენტრის თანამშრომლები მიიწვია სემინარზე, რომელსაც თავად მართავდა ქ. ბათუმის ხელოვნების მუზეუმში 6 მაისს 16:30 საათზე. სამინარი მიზნად ისახავდა, საქართველოში მოქმედი მუზეუმებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი ინსტიტუციების გამოცდილების გაზიარებას.
| |