ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2012-05-8
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმალეს საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაორმდა


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს  შორის, მიმდინარე წლის 8 მაისს, უმაღლესი საბჭოს ახალი შენობის სხდომათა დარბაზში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უმაღლეს საბჭოსა და კონსტიტუციონალიზმის ცენტრს შორის, უკვე დიდი ხნის თანამშრომლობის ტრადიცია არსებობს, აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება, კიდევ ერთხელ ცხადყოფს თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების სურვილს, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა მიხეილ მახარაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება უმაღლესი საბჭოსა და სხვა კოლეგიური ორგანოების თანამშრომლების საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართვა, დასძინა თავის მხრივ ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ბათუმი უმასპინძლებს უკვე რიგით II საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადას ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართალში, გაიმართება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ცენტრის მიერ შემუშავებული ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“, ფარგლებში უმასპინძლებს IX კლასელ მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
მემორანდუმი მიზნად ისახავს:

  • კონსტიტუციონალიზმის პრინციპების, სახელმწიფოს ძირითადი კანონის ნორმებისადმი პატივისცემის, კანონის უზენაესობისა და კანონმორჩილების დამკვიდრების ხელშეწყობა.
  • საზოგადოებაში კონსტიტუციონალიზმის იდეის განმარტება და პოპულარიზაცია.
  • საქართველოს კონსტიტუციური ისტორიისა და პრობლემატიკის შესწავლის ხელშეწყობას.
  • ცენტრის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილე მოსწავლე-ახალგაზრდობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სტუმრობას და ინფორმაციის მიწოდებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის, ავტონომიის მოწყობისა და ორგანიზების შესახებ.
  • უმაღლესი საბჭოს წევრის, ფრაქციის ან კომისიის თხოვნით დასკვნის მომზადება უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული კანონპროექტის საქართველოს კონსტიტუციასა ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

 

შეხვედრის დასასრულს, ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა მიულოცა უმაღლესი საბჭოს წევრებს ახალ შენობაში გადასვლა.


       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
დეკემბერი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები