| კონსტიტუციონალიზმის დარბაზს, თბილისიდან ვაკე-საბურთალოს რაიონის N162 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“ ერთ-ერთი პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპებისა და ,,სამოქალაქო განათლების” სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის გაღრმავების მიზნით, ორი დღით, 12 და 13 მაისს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის N162 საჯარო სკოლის IX კლასელი მოსწავლეები სტუმრობდნენ. საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ, ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან მელაძემ, რომელმაც სტუმრებს პროექტის მნიშვნელობა, მისი მიზნები და ამოცანები გააცნო. სტუმრებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს კონსტიტუციური ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია. კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ასმათ ძიმისტარაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ. მოსწავლეებმა იხილეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ და იმსჯელეს ფილმში მოთხრობილი ფაქტების ირგვლივ. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. შეავსეს თემატური ტესტები. გამოვლინდა სამი გამარჯვებული. მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესში და ინტელექტუალურ-შემეცნებით თამაშებში, სადაც ასევე გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული. 13 მაისს დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირსშესანიშნაობები, ძმები ნობელების მუზეუმი, გონიოს ციხე, ბათუმის ბულვარი. პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. გამარჯვებულებს გადაეცათ მედალიონები და დიპლომები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს და საუკეთესო ხუთეულს, რომლებიც ინტელექტუალური-შემეცნებითი თამაშების შედეგად გამოვლინდნენ, აგრეთვე გადაეცათ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ გამოცემული - საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ილუსტრაციებით.
I ადგილი |
|
თორნიკე წიკლაური |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
ნინი ჩიკვაიძე |
შოთა აფციაური |
| |