| ქობულეთის სოფელი ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლები კონსტიტუციონალიზმის დარბაზში
ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“ ერთ-ერთი პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, 16 მაისს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს, ქობულეთის სოფელი ხუცუბნის საჯარო სკოლის IX კლასელი მოსწავლეები ესტუმრნენ. პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსმა ლალი ტაკიძემ ისაუბრა. სტუმრებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის ისტორიის განვითარების ამსახველი ექსპოზიცია. კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ვერიკო ლატარიამ მიაწოდა ინფორმაცია - კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ. მოსწავლეებმა იხილეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. შეავსეს თემატური ტესტები, თემატური ტესტების შედეგების მიხედვით გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. თემატური ტესტების შედეგად გამოვლენილ სამ გამარჯვებულს მედალიონებთან ერთად გადაეცათ კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს აგრეთვე გადაეცა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ გამოცემული - საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ილუსტრაციებით.
I ადგილი |
|
სულხან მჯავაძე |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
გოგიტა ნიჯარაძე |
თორნიკე ბლადაძე |
| |