| კონსტიტუციონალიზმის ცენტრს ქობულეთის ა/ს სკოლის ,,ფარნავაზი“ მოსწავლეები სტუმრობდნენ
ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“ ერთ-ერთი პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, 17 მაისს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს, ქობულეთიდან, სკოლა ,,ფარნავაზი“-ს საჯარო სკოლის IX კლასელი მოსწავლეები სტუმრობდნენ. პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსტიტუციონალიზმის დარმაზის განყოფილების უფროსმა ლალი ტაკიძემ ისაუბრა. სტუმრებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს კონსტიტუციური ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია. კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ვერიკო ლატარიამ მიაწოდა ინფორმაცია კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ. მოსწავლეებს შორის გაიმართა დებატები, იხილეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. შეავსეს თემატური ტესტები, რომლის შედეგების საფუძველზეც გამოვლინდა სამი გამარჯვებული. მოსწავლეებს გადაეცათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო გამარჯვებულებს, აგრეთვე გადაეცათ მედალიონები და დიპლომები.
I ადგილი |
 |
ზურაბ მურვანიძე |
II ადგილი |
III ადგილი |
 |
 |
ლანა ყურშუბაძე |
ბაჩანა მალანია |
| |