| უზენაესი კანონი საჯარო სკოლებში
23 მაისს, 14.30 საათზე, ქ.ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, სიიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით იწყებს საგანმანათლებლო პროექტის ,,საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის (საყმაწვილო,ილუსტრირებული) გავრცელება საჯარო სკოლების მოსწავლეებში“ განხორციელებას. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გია აბულაძესთან ერთად, დაესწრება პროექტის გახსნას და მოსწავლეებს თავად გადასცემს საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს (ილუსტირებულ,საყმაწვილო) კონსტიტუციას. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გაღრმავებასა და კანონმორჩლების დამვიდრებას. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, ჩაუტარდებათ ლექციები კონსტიტუციონალიზმის თემატიკასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი და გადაეცემათ საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს (საყმაწვილო, ილუსტრირებული) კონსტიტუცია. აღნიშნული გამოცემა მომზადებულია კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემა მოიცავს საქართველოს კონსტიტუციის ტექსტს უკანასკნელი ცვლილებებით, მუხლობრივი ილუსტრაციებით, რაც მოსწავლეებს გაუმარტივებს კონსტიტუციის შინაარსის აღქმას. გამოცემას თან ტესტები და კონსტიტუციური სამართლის მცირე ლექსიკონიც ერთვის. აღნიშნული გამოცემის 1500 ეგზემპლარი, აგრეთვე გადაეცემათ საგანმანათლებლო პროექტებში ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ და ამავე სახელწოდების საზაფხულო სკოლაში მონაწილე მოსწავლებს.
| |