| კონსტიტუციონალიზმის დარბაზს ძველი თბილისის რაიონის საჯარო სკოლები სტუმრობდნენ
ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“ ერთ-ერთი პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპებისა და ,,სამოქალაქო განათლების” სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის გაღრმავების მიზნით, ორი დღით, 19 და 20 მაისს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის N29 საჯარო სკოლის IX კლასელი მოსწავლეები სტუმრობდნენ. საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ, ისაუბრა კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა, რომელმაც სტუმრებს პროექტის მნიშვნელობა, მისი მიზნები და ამოცანები გააცნო. სტუმრებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს კონსტიტუციური ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია. კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ვერიკო ლატარიამ მიაწოდა ინფორმაცია კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ. მოსწავლეებმა იხილეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ და იმსჯელეს ფილმში მოთხრობილი ფაქტების ირგვლივ. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. შეავსეს თემატური ტესტები. გამოვლინდა სამი გამარჯვებული. ძველი თბილისის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა. დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირსშესანიშნაობები, ძმები ნობელების მუზეუმი, გონიოს ციხე, ბათუმის ბულვარი. პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. გამარჯვებულებს გადაეცათ მედალიონები და დიპლომები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს და მოსწავლეს, აგრეთვე გადაეცათ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ გამოცემული - საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ილუსტრაციებით.
I ადგილი |
|
მარიამ მაისურაძე |
II ადგილი |
III ადგილი |
|
|
მარიამ ელიეშვილი |
ინა ზურბაევა |
| |