| უზენაესი კანონი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში
პროექტის ,,საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის (საყმაწვილო,ილუსტრირებული) გავრცელება საჯარო სკოლის მოსწავლეებში“ ფარგლებში, 24 მაისს, კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ხალმძღვანელი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე, დაბა ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. მოსწავლეებს მიესალმა სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშწეყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელმაც ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე. ,,მივესალმები აღნიშნული პროექტის წამოწყებას, ამ და მსგავს პროექტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში“, აღნიშნა ბატონმა გია აბულაძემ. ,,პროექტის მიზანია მოსწავლეებში კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გაღრმავება და კანონმორჩლების დამვიდრებას. მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) საზოგადოებას ამ იდეის ფინანსური მხარდაჭერისათვის“ - განაცხადა ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე. ბატონმა ავთანდილმა ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციურ ისტორიაზე. დაბა ჩაქვის N1 საჯარო სკოლის 100-მდე IX კლასელ მოსწავლეს, საჩუქრად გადაეცა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს (საყმაწვილო, ილუსტრირებული) კონსტიტუცია.
| |