| უზენაესი კანონი საჯარო სკოლებში
პროექტი ,,საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის (საყმაწვილო,ილუსტრირებული) გავრცელება საჯარო სკოლის მოსწავლეებში“ გრძელდება. 29 მაისს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლასა და ქედის სჯარო სკოლას სტუმრობდა. მოსწავლეებს მიესალმა სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშწეყობის რეგიონალური ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობათა და კვლევების დეპარტამენტის დირექტორი, ზურაბ მაჭარაძე, სამოქალაქო განათლებისა და საზოგადეობასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი სულხან მელაძე და საორგანიზაციო დეპარტამენტის დირექტორი დავით წერეთელი, რომლებმაც წაიკითხეს ლექცია საქართველოში კონსტიტუციური განვითარების ისტორიის შესახებ. ,,პროექტის მიზანია მოსწავლეებში კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გაღრმავება და კანონმორჩლების დამვიდრებას. მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) საზოგადოებას ამ იდეის ფინანსური მხარდაჭერისათვის“ - განაცხადა ზურაბ მაჭარაძემ. ლექციის დასასრულს, სოფელ ხელვაჩაურის N1 და ქედის საჯარო სკოლების IX კლასელ მოსწავლეებს, საჩუქრად გადაეცათ საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს (საყმაწვილო, ილუსტრირებული) კონსტიტუცია.
| |