| ახალი პროექტი, სამაგიდო წიგნი - კონსტიტუციური ქრონიკები
6 ივნისს, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრში, ავთანდილ დემეტრაშვილის თავმჯდომარეობით, სამეციერო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, კონსტიტუციური სამართლით დაინტერესებულ პირთათვის ახალი გამოცემის მომზადების შესახებ. გამოცემისა, სადაც, კალენდარული პრინციპით, თავმოყრილი იქნება საქართველოსა და საზღვრგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური მნიშვნელობის მოვლენების ამსახველი ინფორმაცია, შესაბამისი ფოტო მასალით. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ახალი გამოცემის, სამაგიდო წიგნის სახელწოდებით - ,,კონსტიტუციური ქრონიკები“ მომზადებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებზე. მიღებული გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, საერთაშორისო ურთიერთობათა და სამეცნიეორ კვლევების დეპარტამენტის დირექტორის ზურაბ მაჭარაძის ხელმძღვანელობით, რომელსაც დაევალა პროექტის კონცეფციის შემუშავება და სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე წარდგენა 2012 წლის 30 ივნისს.
| |