| უზენაესი კანონი - ფოთისა და ზუგდიდის საჯარო სკოლებში
მოსწავლეებში კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გაღრმავებისა და კანონმორჩლების დამვიდრების მიზნით, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი განაგრძობს პროექტის ,,საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის (საყმაწვილო,ილუსტრირებული) გავრცელება საჯარო სკოლის მოსწავლეებში“ განხორციელებას. 7 ივნისს კონსტიტუციონალიზმის ცენტრი ფოთის N5 და ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის N2 საჯარო სკოლებს სტუმრობდა. მოსწავლეებს მიესალმა სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშწეყობის რეგიონალური ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობათა და კვლევების დეპარტამენტის დირექტორი, ზურაბ მაჭარაძე, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო პროექტის მიზნები და ამოცანები და წაიკითხა ლექცია კონსტიტუციური ისტორიის შესახებ. ლექციის დასასრულს, ფოთის N5 და ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის N2 საჯარო სკოლების, უკლებლივ ყველა IX კლასელ მოსწავლეს, საჩუქრად გადაეცა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს (საყმაწვილო, ილუსტრირებული) კონსტიტუცია.
| |