| უზენაესი კანონი - ქუთაისისა და სამტრედიის საჯარო სკოლებში
მოსწავლეებში კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გაღრმავებისა და კანონმორჩლების დამკვიდრების მიზნით, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი განაგრძობს პროექტის ,,საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის (საყმაწვილო,ილუსტრირებული) გავრცელება საჯარო სკოლის მოსწავლეებში“ განხორციელებას. 15 ივნისს, კონსტიტუციონალიზმის ცენტრი სამტრედიის N11 და ქუთაისის N12 საჯარო სკოლებს სტუმრობდა. მოსწავლეებს მიესალმა სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშწეყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, მალხაზ ნაკაშიძე, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო პროექტის მიზნები, ამოცანები და წაიკითხა ლექცია თემაზე -საქართველოში კონსტიტუციური ისტორიის განვითარება. ლექციის დასასრულს, ბატონმა მალხაზმა, სამტრედიის N11 და ქუთაისის N12 საჯარო სკოლების, უკლებლივ ყველა IX კლასელი მოსწავლე, საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს (საყმაწვილო, ილუსტრირებული) კონსტიტუციით დაასაჩუქრა.
| |