ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2012-08-22
საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“

საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილების“  მეორე ეტაპი დასრულდა. 21 აგვისტოს, მეორე ჯგუფის, სოციალურად დაუცველმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელმა IX კლასელმა მოსწავლეებმა დატოვეს ქალაქი ბათუმი.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, მოისმინეს ლექციები კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების, სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების შესახებ. შეავსეს თემატური ტესტები, მონაწილეობა მიიღეს დებატებსა და დისკუსიებში. 
პროექტის მონაწილეებმა ნახეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებულ სასწავლო-შემეცნებით ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ და იმსჯელეს ფილმში მოთხრობილი ფაქტების ირგვლივ.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა, ასევე დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირშესანიშნაობები, გონიოს ციხეს, ბათუმის ბულვარი და მოისმენეს ლექცია თემაზე - აჭარის ისტორია.      
 საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები ცენტრის სიმბოლიკით, პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს საყმაწვილო ილუსტრირებული  კონსტიტუცია. ტესტირებების შედეგად გამოვლენილ სამ საუკეთესო მოსწავლეს, ასევე გადაეცათ დიპლომები და მედალიონები. გამარჯვებული მოსწავლეები ოქტომბრის დასაწყისში გაემგზავრებიან ახალგაზრდულ ბანაკში ,,პატრიოტი“.
  პროექტის მიზანია:

  • სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური ჯგუფების მოსწავლეებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრება, სამართლებრივი კულტურის ამაღლება, საჯარო სამართლის სფეროში სწავლის გაგრძელებისა და ცოდნის დაუფლების სურვილის  გაღვივება და სტიმულირება.
  • კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის, კანონმორჩილების დამკვიდრების ხელშეწყობა;
  • მოსწავლეთათვის თავისუფლების კონსტიტუციური იდეის ახსნა-განმარტება, თავისუფალი აზროვნების განვითარების, ლიბერალური დემოკრატიის, როგორც ღირებულებათა სისტემის დამკვიდრების  ხელშეწყობა.
  • უცხო გარემოში ქცევისა და ერთმანეთთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
  • სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა ინტეგრაცია.

 

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები