ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2012-08-24
24 აგვისტო - საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე.მოსწავლეები კონსტიტუციონალიზმის ცენტრში.

23 აგვისტოს, ბათუმს ესტუმრნენ IX კლასელი მოსწავლეები ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სოციალურად დაუცველი და კოდაში განსახლებული დევნილი მოსახლეობის ოჯახებიდან. მოსწავლეები 1 სექტემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებენ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის პროექტში საზაფხულო სკოლა -,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“.
24 აგვისტოს, მოსწავლეები ესტუმრნენ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს. პროექტის მონაწილეებს მიესალმა კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსი ლალი ტაკიძე, რომელმაც მოსწავლეებს მიულოცა საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე.
მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია კონსტიტუციონალიზმის პრინციპების შესახებ.
სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან მელაძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციური ისტორიის შესახებ და აღნიშნა, რომ 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველომ ახალი კონსტიტუციის მიღებით, საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას.
კონსტიტუციონალიზმის დარბაზის დათვალიერების, შემეცნებითი ილმის ,,კანონთა კანონი“ ნახვისა და თემატური ტესტების შევსების შემდეგ, პროექტის მონაწილეებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უმასპინძლა.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ზვიად სირაბიძემ პროექტის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების, მისი როლისა და მნიშვნელობის შესახებ. აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი იყო, რომელიც ამჟამად
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს ხელმძღვანელობს.
საზაფხულო სკოლის პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ასევე მოისმენენ ლექციებს სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების შესახებ. შეავსებენ თემატურ ტესტებს, მონაწილეობას მიიღებენ ინტელექტუალურ თამაშებში.
მოსწავლეებს, სასწავლო პროგრამისგან თავისუფალ დროს მიეცემათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირსშესანიშნაობათა დათვალიერების შესაძლებლობა

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აგვისტო
2020
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები