ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2012-09-03
II საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა

3 სექტემბერს ბათუმში გაიხსნა II საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის ფინალური ეტაპი  ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართალში.
ღონისძიებაში, რომელიც კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება, მონაწილეობენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები შვიდი სახელმწიფოს (აზერბაიჯანი, ბულგარეთი, მოლდოვა, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) წამყვანი უმაღლეს სასწავლებლებიდან.

ფინალურ ეტაპს, აღნიშნულ სახელმწიფოებში, წინ უსწრებდა შიდასაუნივერსიტეტო და შიდარესპუბლიკური შესარჩევი ტურები. ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე მონაწილე სახელმწიფო წარმოდგენილია რამდენიმე სტუდენტით.
ოლიმპიადა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა. ,,დარწმუნებული ვარ ისე როგორც 2011 წელს, როცა პირველად შევიკრიბეთ საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის ფარგლებში, ამჯერადაც ჩვენი შეხვედრა, ახლა უკვე უფრო გაფართოებული შემადგენლობით,  მაქსიმალურად ხელს შეუწყობს რეგიონის სახელმწიფოთა შორის კონსტიტუციონალიზმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებას. კერძოდ კონსტიტუციური სამართლით დაინტერესებულ სტუდენტებს შორის კონტაქტების დამყარებას და გაღრმავებას“, - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
ოლიმპიადის მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე და II საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის ჟიურის თავმჯდომარე ლევან იზორია.
3 სექტემბერს სტატიათა პრეზენტაციით ჟიურის წინაშე წარსდგნენ:
არზუ ჰასანოვა
თემა - ,,სამართლიანი სასამართლოს უფლება“ (აზერბაიჯანი);
ზოხრაბ მოჰარრამოვი
თემა - ,,შეკრების თავისუფლების სამართლებრივი რეგულირება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში“ (აზერბაიჯანი)
სიმონა ველევა
თემა - ,,სიტყვის თავისუფლება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში“ (ბულგარეთი);
ალექსანდრა დიმიტროვა
თემა - ,,სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები“ (ბულგარეთი);
სილვა კალანჩა
თემა - ,,საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციურობის კონტროლი“ (მოლდოვა);
მირჩა გლადკი
თემა - ,,ეკონომიკური უსაფრთხოების კონსტიტუციური ასპექტები“ (მოლდოვა)
გიორგი დავითური
თემა - ,,მთავრობის სოლიდარული პასუხისმგებლობა: შედარებითი ანალიზი და 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში“ (საქართველო);
თამარ ქოჩაკიძე
თემა - ,,კონსტიტუციური დიალოგი სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის  ადამიანის უფლებების საკითხზე“ (საქართველო).

  4 სექტემბერს სტატიათა პრეზენტაციით ჟიურის წინაშე წარსდგებიან სომხეთის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები
საკონკურსო სტატიათა პრეზენტაციის შედეგების საფუძველზე, ჟიური გამოავლენს ყოველი სახელმწიფოდან ერთ გამარჯვებულს.
ოლიმპიადაში მონაწილეთათვის სხვადასხვა ნომინაციებში პრიზები დააწესეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ და საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ.
II საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის მონაწილეები 5-7 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სტუდენტურ საზაფხულო სკოლაში, სადაც ლექციებს წაიკითხავენ პროფესორ-მასწავლებლები ოლიმპიადაში მონაწილე სახელმწიფოთა წამყვანი უმაღლეს სასწავლებლებიდან.





       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
დეკემბერი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები