ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა დაქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია
აუდიო ფაილი
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
ავთანდილ დემეტრაშვილი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა დაბალანსების საკითხის შესახებ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციისა და 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით.ავთანდილ დემეტრაშვილი და ვახტანგ ხმალაძე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, თემა - ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა დაბალანსების საკითხი, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციისა და 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით. 27.10.2012 .