| საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია საჯარო სკოლებში
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი განაგრძობს საგანმანათლებლო პროექტის ,,საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის (საყმაწვილო,ილუსტრირებული) გავრცელება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში“ განხორციელებას. პროექტის ფარგლებში კონსტიტუციის აღნიშნული გამოცემის გავრცელებასთან ერთად, მოსწავლეები მოისმენენ ლექციებს კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ. ლექციებს წაიკითხავენ კონსტიტუციონალიზმის ცენტრის თანამშრომლები და სტუდენტები, რომლებიც ცენტრში გაივლიან შესაბამის კურსებს და მიიღებენ სერთიფიკატებს. შვიდ და რვა ნოემბერს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს პროექტში მონაწილე, სხვადასხვა უმაღლესი დაწესებულებების სტუდენტები ესტუმრნენ. სტუდენტებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, რის შემდეგაც, მათ ამავე ცენტრის თანამშრომლების ,საორგანიზაციო დეპარტამენტის დირექტორის და სამართლის დოქტორის დავით წერეთელისა და სამეცნიერო კვლევების განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ლიკა საჯაიას ლექციები მოისმინეს.
| |