ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2012-11-14
კონსტიტუციონალიზმის ცენტრი თბილისის N83 საჯარო სკოლას ესტუმრა

საქართველოს უზენაესი კანონის პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრების მიზნით, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის თანამშრომლები  უმაღლეს სასწავლებელთა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად თბილისის N83 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
სტუდენტებმა, რომლებმაც მოსამზადებელი ხუთდღიანი ტრენინგები   კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრში გაიარეს, დღეს მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში, თავად გააცნეს კონსტიტუციონალიზმის ძირითად პრინციპები, სახელმწიფოს მოწყობასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ნორმები. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე უშუალოდ ამ დარგის სპეციალისტებისაგან.
შეხვედრის დასასრულს, მასპინძლებს, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრისაგან, საჩუქრად გადაეცათ საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს, საყმაწვილო-ილუსტრირებული, კონსტიტუცია, რომელიც სამ ენაზე, ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად, გამოიცა კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნული პროქტი გრძელდება და ის მიზნად ისახავს ესტუმროს რეგიონებს, არაქართულენოვან სკოლებს, კერძოდ სომხურს და აზერბაიჯანულს, რაც  ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალებს მისცემს გაეცნონ საქართველოს უზენაეს კანონს მშობლიურ ენაზე.




       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
დეკემბერი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები