ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2012-11-26

კონფერენცია თემაზე - საქართველოს კონსტიტუციის თანამედროვე გამოწვევები

2012 წლის 27 ნოემბერს 11:00 სთ–ზე. სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრის ბაზაზე და ცენტრის პარტნიორობით, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (თბილისი) ატარებს კონფერენციას თემაზე - „საქართველოს კონსტიტუციის თანამედროვე გამოწვევები“.
პროექტის პარტნიორები არიან:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი;
ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების დავით ბატონიშვილის სახელობის სამართლის ინსტიტუტი.
ღონისძიების მიზანია, გააცნოს სტუდენტებს არსებულ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მოსალოდნელი პრობლემატური შედეგები, მისცეს მათ საშუალება ჩაერთონ ამ საკითხების განხილვაში და ხელი შეუწყოს მათი ობიექტური აზრის ჩამოყალიბებას დღევანდელ პოლიტიკურ ფონთან.
კონფერენციის საკითხები:
1.მმართველობის ფორმები და კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციურ-    სამართლებრივი წყობა;
2.ცვლილებამდელი და ცვლილებების შეტანის შედეგად მიღებული კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი, მოსალოდნელი კონსტიტუციური კრიზისი და მისი გადაწყვეტის გზები;
3.თანამდეროვე საქართველოს პოლიტიკური ფონი და რამდენად შეესაბამება არსებულ ვითარებას კონსტიტუციაშიშეტანილი            ცვლილებებით გათვალისწინებული პრინციპები.
მომხსენებლები:
• ავთანდილ დემეტრაშვილი
• ვახტანგ ხმალაძე
• გიორგი კვერენჩხილაძე
• ვასილ გონაშვილი
• გიორგი კახიანი
• ირაკლი კობახიძე
• ზურაბ მაჭარაძე
• დიმიტრი გეგენავა


კონფერენციაში მონაწილეობა  შეუძლია იურიდიული ფაკულტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტს.
მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციაში მინაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

✆ტელ: 558 977 977
მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #89/24 (ყოფილი თბილქალაქპროექტის შენობა), მე-6 სართული


       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
დეკემბერი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები