| კონფერენცია თემაზე - საქართველოს კონსტიტუციის თანამედროვე გამოწვევები
27 ნოემბერს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების დავით ბატონიშვილის სახელობის სამართლის ინსტიტუტის თანაორგანიზატორობით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „საქართველოს კონსტიტუციის თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა აქტუალობასა და მათი განხილვის პროცესში საჯარო სამართლით დაინტერესებულ სტუდენტთა აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე. კონფერენციაში მონაწილე კონსტიტუციონალისტებმა ავთანდილ დემეტრაშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ, ვასილ გონაშვილმა, გიორგი კახიანმა, ირაკლი კობახიძემ, ზურაბ მაჭარაძემ და დიმიტრი გეგენავამ დაწვრილებით ისაუბეს მმართველობის ფორმებისა და კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი წყობის, თანამდეროვე საქართველოს პოლიტიკური ფონისა და არსებული ვითარების კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობისა და მოსალოდნელი კონსტიტუციური კრიზისის და მისი გადაწყვეტის გზების საკითხებზე. კონფერენციის მუშაობაში ,,skype“- ჩაერთო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.
|
|
|
|
| |