| ქ. თბილისის N123 საჯარო სკოლა კონსტიტუციონალიზმის დარბაზში
ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“ ერთ-ერთი პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, მოსწავლეებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპებისა და ,,სამოქალაქო განათლების” სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის გაღრმავების მიზნით, 4 დეკემბერს N123 საჯარო სკოლის IX კლასელი მოსწავლეები სტუმრობდნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის ისტორიის განვითარების ამსახველი ექსპოზიცია. კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ვერიკო ლატარიამ მიაწოდა ინფორმაცია - კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპებისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების შესახებ. მოსწავლეებმა იხილეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ. დასასრულს, მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ გამოცემული - საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ილუსტრაციებით. ყველა მოსწავლეს გადაეცა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
|
|
|
| |