| საქართველოს უზენაესი კანონი გარდაბნის საჯარო სკოლებში
საქართველოს უზენაესი კანონის პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრების მიზნით, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის თანამშრომლები უმაღლეს სასწავლებელთა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად გარდაბნის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. სტუდენტებმა, რომლებმაც მოსამზადებელი ხუთდღიანი ტრენინგები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრში გაიარეს, აზერბაიჯანელ მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში, თავად გააცნეს კონსტიტუციონალიზმის ძირითად პრინციპები, სახელმწიფოს მოწყობასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ნორმები. შეხვედრის დასასრულს, მასპინძლებს, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრისაგან, საჩუქრად გადაეცათ საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს, საყმაწვილო-ილუსტრირებული, კონსტიტუცია, ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე. აღნიშნული კანონი, საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობისათვის საქართველოს უზენაესი კანონის, მათთვის გასაგებ (მშობლიურ) ენებზე მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით სამ ენაზე, ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად, გამოიცა კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით. პროქტი გრძელდება და ის მიზნად ისახავს ესტუმროს რეგიონებს, არაქართულენოვან სკოლებს, კერძოდ სომხურს და აზერბაიჯანულს, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალებს მისცემს გაეცნონ საქართველოს უზენაეს კანონს მშობლიურ ენაზე.
|
|
|
|
| |